ბრაიან თრეისი - გაყიდვის ფსიქოლოგია
გააორმაგეთ და გაასამმაგეთ გაყიდვები ნებისმიერ ბაზარზე!
ამ წიგნის მიზანია მოგაწოდოთ ის იდეები, სტრატეგიები, მეთოდები და ტექნიკები, რომლებიც შეგიძლიათ ახლავე გამოიყენოთ, რათა გაყიდოთ უფრო მეტი, უფრო სწრაფად და უფრო იოლად, ვიდრე აქამდე ახერხებდით.
ბაიან ტრეისიმ, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა პროფესიონალმა ორატორმა და გაყიდვების ტრენერმა, გადატრიალება მოახდინა ახალი
იდეით, რომ გაყიდვების ფსიქოლოგია ტექნიკებსა და მეთოდებზე მეტად მნიშვნელოვანია.
ტრეისის გაყიდვების ფსიქოლოგიის კლასიკად ქცეული აუდიოპროგრამა ყველაზე წარმატებულია სატრენინგო პროგრამების ისტორიაში. ახლა ის გავრცობილი და განახლებული სახით პირველად გამოიცა წიგნად.
ის, ვინც გაყიდვებს მიჰყოფს ხელს, შედეგის გასაუმჯობესებლად „გაყიდვის შიდა თამაშს“ უნდა დაეუფლოს, დაძლიოს უარყოფის შიში და მტკიცე თავდაჯერება გამოიმუშაოს, ისწავლოს საკუთარი აზრების, გრძნობებისა და მოქმედებების მართვა.
ბრაიან ტრეისი 1944 წლის 5 იანვარს დაიბადა. იგი გახლავთ კანადელ-ამერიკელი საჯარო ორატორი, მოტივაციისა და თვითგანვითარების კონსულტანტი, სამოცდაათამდე წიგნის ავტორი, რომლებიც ათობით ენაზე ითარგმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია: „შეჭამე ბაყაყი!“, „მიზნები“ და „წარმატების ფსიქოლოგია“.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სარჩევი
- გაყიდვების შიდა თამაში
- დასახეთ მიზნები და მიაღწიეთ მათ
- რატომ ყიდულობს ხალხი
- კრეატიული გაყიდვა
- დანიშნეთ რაც შეიძლება მეტი შეხვედრა
- შთაგონების ძალა
- გაყიდვა
- წარმატებული გაყიდვის 10 გასაღები
კომენტარეები ვერ მოიძებნა