ქართველი მწერლები

   ყველა ერს, რომელსაც არსებობის უფლება დაუმსახურებია, მით უფრო,  საკუთარი ლიტერატურაც თუ აქვს და ამით გარკვეული წვლილიც შეაქვს მსოფლიო კულტურულ სივრცეში, ყოველთვის სჭირდება ერთგვარი პირობითი სია  გენიოსებისა, ვისაც ნიჭიერებისა, მახვილი თვალისა და უცნაურ, მაგრამ ბედნიერ თანხვედრათა გამო მოუპოვებია უფლება სხვათაგან ყურისგდებისა. 

ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ ლიტერატურა ერის სულის სარკეა, თვალია, რომლითაც იგი უცქერს სამყაროს, აღიქვამს მას, ესაუბრება, კითხვებს უსვამს და პასუხებს ითხოვს. შევეცადეთ ამ გამოცემაში შეგვეკრიბა სწორედ ის ადამიანები, რომელთა ფიქრის, ფანტაზიის და დაკვირვებათა მიხედვით მსჯელობენ სხვანი, გარეშენი,

     ჩვენზე;  ისინი, ვისი დახმარებითაც თავად ვმსჯელობთ და წარმოვიდგენთ საკუთარ წარსულს; ისინი, ვის პერსონაჟებსაც ვემსგავსებით და ველტვით, ან გავურბივართ და განვემსგავსებით;  ისინი, ვინც ჩვენდა, ხშირად კი თავისდა უნებურად, გვქმნის ისეთს, როგორებადაც წარმოგვიდგენია საკუთარი თავი;
ისინი, ვინც ქმნის ჩვენი ყოველდღიური არსებობის პარალელურ სინამდვილეს. ჩვენ შევეცადეთ, ამჯერად თავი მოგვეყარა სწორედ მათთვის, ქართული სულიერების ერთგავრი მცველებისათვის და მკითხველის წინაშე გველაპარაკა მათზე, როგორც რეალურ, სისხლ-ხორცისაგან შემდგარ ადამიანებზე.
წინამდებარე წიგნი ერთგვარი კრებულია ცნობილი ქართველი მწერლების ბიოგრაფიების, ხელნაწერების, ფოტოებისა და სურათებისა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს გამოცემა არ არის სრული და ყოვლისმომცველი, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელიც კია.

      ქართველი მწერლები - ბიოგარფიები, ხელნაწერები, ფოტოები,  შეიქმნა მარტივი მიზნით, დღემდე, როგორღაც ისე მოხდა, რომ ქართულ ენაზე, ფაქტობრივად, არ არსებობს ამგვარი გამოცემა. აუცილებელი კია არსებობდეს, თუ გვსურს, ერი ვუწოდოთ საკუთარ თავს, თუ გვსურს, შევძლოთ ფიქრი საკუთარ წარსულსა და მომავალზე. გამოცემა ერთი მხრივ ბიოგრფიული დეტალებითა და ფოტომასალითაა მდიდარი, მეორე მხრივ კი სავსეა საინტერესოდ მიმოხილული ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებით. დაინტერესებული თვალი ბევრ უცნობ და საყურადღებო დეტალს აღმოაჩენს წიგნში, არა მხოლოდ საბჭოთა მანქანის მიერ რეპრესირებული ავტორების, არამედ იმათ შესახებაც, ვინც უკვე დიდი ხანია, რაც ქართული ლიტერატურის ხელშეუხებელ კლასიკოსად ითვლება.  მუშაობისას ჩვენ შევეცადეთ დაგვეცვა ერთგვარი ქრონოლოგიური პრინციპი.  წიგნი მოიცავს ოცდაცხრა ავტორს, სულხან-საბა ორბელიანიდან ვიდრე მირზა გელოვანამადე, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოდან მეოცე საუკუნის პირველი  ნახევრის ჩათვლით. ქართველ მწერალთა ჩამონათვალი საგანგებოდ წყდება მაშინ, როცა სიცოცხლეს იწყებს საბჭოთა კავშირის ახალი იმპერია, ვფიქრობთ, რომ უკვე საბჭოთა საქართველოში დაბადებულ ავტორებს, გამომდინარე მათი ბედიდან, ბიოგრაფიიდან თუ შემოქმედებითი სირთულეებიდან, სრულიად ცალკეგამოცემა უნდა მიეძღვნას.


იმედი გვაქვს, აღნიშნული წიგნი-ალბომი კარგი საჩუქარი იქნება ქართველი მკითხველისთვის. 


    შესულია : სულხან-საბა ორბელიანი( ლალი დათაშვილი) ; დავით გურამიშვილი ( ლალი დათაშვილი) ; ბესარიონ გაბაშვილი (გოჩა კუჭუხიძე) ;  ალექსანდრე ჭავჭავაძე (ინგა მილორავა) ; გრიგოლ ორბელიანი (ნინო ვახანია); ვახტანგ ორბელიანი (ნინო ვახანია) ;  ნიკოლოზ ბარათაშვილი (გაგა ლომიძე) ; ილია ჭავჭავაძე (გაგა ლომიძე) ; აკაკი წერეთელი (ინგა მილორავა) ;  ალექსანდრე ყაზბეგი (გია არღანიშვილი);  ეკატერინე გაბაშვილი (ნინო გაგოსაშვილი) ; ვასილ ბარნოვი (ნანა კუცია) ; ვაჟა-ფშაველა (გაგა ლომიძე) დავით კლდიაშვილი (გია არღანიშვილი);  ნიკო ლორთქიფანიძე( ინგა მილორავა); გრიგოლ რობაქიძე ( მაია ჯალიაშვილი) ; მიხელ ჯავახიშვილი (ნონა კუპრეიშვილი) ; ლეო ქიაჩელი (თამუნა პაიჭაძე) ; იოსებ გრიშაშვილი ( თამუნა პაიჭაძე); გალაკტიონ ტაბიძე ( მაია ჯალიაშვილი) ; კონსტანტინე გამსახურდია ( სოსო სიგუა) ტიციან ტაბიძე (ლალი ავალიანი) ; პაოლო იაშვილი ( ლალი ავალიანი); ტერენტი გრანელი (ნ მარინა ტურავა) ; გიორგი ლეონიძე ( ემზარ კვიტაიშვილი) ; სიმონ ჩიქოვანი ( გაგა ლომიძე); ნიკო სამადაშვილი ( ნონა კუპრეიშვილი) ლადო ასათიანი (გოჩა კუჭუხიძე) ; მირზა გელოვანი ( ემზარ კვიტაიშვილი);





გამომცემლობა:
ნოტა ბენე
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ჟანრი:
ბიოგრაფია
ავტორი:
ავტორთა ჯგუფი
ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
კი
გამოცემის წელი:
2022
გვერდების რაოდენობა:
400
ზომა, მმ:
20 x 25
ISBN:
9789941849435
000010678
79,00 ₾
49,95 
დანაზოგი: 29,05 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 50 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
განვადების საუკეთესო პირობა
მიწოდება

მიწოდების საუკეთესო პირობები მთელი ქვეყნის მასშტაბით

გადახდის მეთოდები
ჩვენი უპირატესობები
  • — პირადი მრჩეველი
  • — მიწოდების საუკეთესო პირობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — დაბრუნების მოქნილი სისტემა


გამომცემლობანოტა ბენე
ასევე დაგაინტერესებთ
სწრაფი და მაღალი ხარისხის მიწოდების სერვისი

მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით

ხარისხისა და სერვისის გარანტია

გთავაზობთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს

უკან დაბრუნება 30 დღის განმავლობაში

თქვენ გაქვთ 30 დღე პროდუქტის დასატესტად