ხელოვნების ამბავი
ხელოვნების ამბავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წიგნია ხელოვნების შესახებ, რომელიც ოდესმე გამოცემულა. 50 წლის განმავლობაში იგი რჩება სწორუპოვარ შესავლად მთელი საგნისთვის − უძველესი მღვიმის ფერწერიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებამდე. მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მკითხველისთვის პროფესორი გომბრიხი ჭეშმარიტი ოსტატია, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ცოდნა და სიბრძნე და რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, გაუზიაროს მკითხველს უდიდესი სიყვარული ხელოვნების იმ ნიმუშების მიმართ, რომელთაც აღწერს.
ხელოვნების ამბის უჭკნობი პოპულარობის მიზეზი წერის ნათელი, მარტივი და გულწრფელი სტილია. ავტორი ამბობს, რომ მისი მიზანია “სიცხადე და წესრიგი შეიტანოს უამრავ სახელში, პერიოდსა და სტილში, რომლებითაც სავსეა უფრო ამბიციური ნაშრომები”, და იყენებს სახვითი ხელოვნების ფსიქოლოგიის საკუთარ ცოდნას, რათა დაგვანახოს ხელოვნების ისტორია, როგორც “ტრადიციების უწყვეტი შერწყმა და მონაცვლეობა, რომლის გამოც ყოველი ნაწარმოები წარსულსაც ხარკს უხდის და მომავლისკენაც ილტვის”, როგორც “ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც დღევანდელობას პირამიდების ხანასთან აკავშირებს”. ამ კლასიკური ნაშრომის განახლებული, მე-16 გამოცემა აპირებს გააგრძელოს “ტრიუმფული სვლა” მომავალი თაობებისათვის. იგი ნამდვილად საუკეთესო არჩევანი იქნება ყველასთვის, ვინც ხელოვნების სამყაროსთან შეხებას გადაწყვეტს.
წიგნი მოიცავს უძველესი მღვიმის ფერწერიდანთანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებამდე პერიოდს სრულად . შესულია : კულტურული ძეგლები, მხატვრული მიმდინარეობები, არქიტექტურა, გრაფიკა, ფერწერა, კინო-ხელოვნაბა, თეატრის ხელოვნება და ა.შ
ხელოვნება უსაზღვროა. უსაზღვროა მისი ასპარეზი და განვითარება. თავისი მრავალფეროვანი შესაძლებლობებით, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები გადმოსცემენ საკუთარი დროის აქტუალურ თემებს, ტკივილსა და სიხარულს. ხელოვნების ამბავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წიგნია ხელოვნების შესახებ, რომელიც ოდესმე გამოცემულა. წიგნის პოპულარობის მიზეზი წერის ნათელი, მარტივი და გულწრფელი სტილია. წიგნის ავტორი ერნსტ გომბრიხი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელოვნების ისტორიკოსია, რომელიც დაიბადა ავსტრიაში, ხოლო 1947 წელს გახდა ბრიტანეთის მოქალაქე და მოღვაწეობის დიდი ნაწილი ბრიტანეთში გაატარა. ის იყო მრავალი კულტურული და ხელოვნების ისტორიის ნამუშევრის შემქმნელი. მისი ნამუშევრები განიხილება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გაცნობის საშუალება სახვით ხელოვნებაში. წიგნის პოპულარობის მიზეზი წერის ნათელი, მარტივი და გულწრფელი სტილია.
კომენტარეები ვერ მოიძებნა