ხაჭაპური და ქართული სამზარეულო

დანაზოგი 26%
43,00 ₾
31,90 
დანაზოგი: 11,10 ₾
გაყიდვაშია
+
მიწოდება
გადახდის მეთოდები
ჩვენი უპირატესობები
  • — პირადი მრჩეველი
  • — უფასო მიწოდება
  • — საუკეთესო ფასი
  • — დაბრუნების მოქნილი სისტემა


"ქართული სამზარეულო"

მათ, ვინც გურმანია ან სამზარეულოში ფუსფუსი სიამოვნებს და მათაც, ვისაც ახლა სურს კულინარული ხელოვნების დაუფლება, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ კიდევ ერთ კულინარიულ წიგნს სთავაზობს.

ქართული კულინარიის წიგნში თავმოყრილია ოთხმოცდაათამდე ქართული კერძის რეცეპტი. თითოეულ რეცეპტს ახლავს ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი, მომზადების ეტაპების ზუსტი აღწერა და მზა კერძის ფოტო. რეცეპტები შემოწმებული და გამოცდილია სახინკლე–რესტორნების ქსელში „მასპინძელო!“.

მოიმარაგეთ თქვენთვის სასურველი კერძის ინგრედიენტები და მიჰყევით კერძის მომზადების დეტალურ ინსტრუქციას. შედეგით თქვენვე გაოცდებით და
სტუმრებსაც ასიამოვნებთ.





ხაჭაპური მრგვალი

საქართველოში ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურები უძველესი დროიდან ხარობს. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ჩვენში ცხობის კულტურის მდიდარი და მრავალფეროვანი ტრადიციები, რომელიც ქვეყნის ყველა კუთხეში ოდითგანვე განსაკუთრებულ რიტუალს წარმოადგენდა. ქართულ ღვეზლებში ყველაზე პოპულარული ხაჭაპურია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხაჭაპურსა და ყველით დამზადებულ სხვა ცომეულს ყველთან ერთად კარტოფილი, ისპანახი, მოხარშული კვერცხი და სხვა ინგრედიენტები ემატება. ხაჭაპურისა და ღვეზლების გამოსაცხობად რამდენიმე ტიპის ცომს იყენებენ; მათი მომზადების ტექნოლოგიებიც განსხვავებულია.

წიგნში დეტალურადაა აღწერილი ყველა სახის ცომის მომზადების პროცესი.გარდა ამისა, გაეცნობით ისეთ რეცეპტებს, რომლებიც ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს არ განეკუთვნება, მაგრამ საკმაოდ პოპულარულია.

აისბიენი/აიდი: 9789941198601

გვერდები: 96

გამოშვების წელი: 2013





კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
ასევე დაგაინტერესებთ
  • ასევე დაგაინტერესებთ
  • პოპულარული
სწრაფი და მაღალი ხარისხის მიწოდების სერვისი

მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით

ხარისხისა და სერვისის გარანტია

გთავაზობთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს

უკან დაბრუნება 30 დღის განმავლობაში

თქვენ გაქვთ 30 დღე პროდუქტის დასატესტად