მიშელ უელბეკი - მორჩილება

12,90 
არ არის გაყიდვაში
ქულები: 13 ქულა
მიწოდება
გადახდის მეთოდები
ჩვენი უპირატესობები
  • — პირადი მრჩეველის მომსახურება
  • — უფასო საკურიერო მომსახურება
  • — საუკეთესო ფასი
  • — დაბრუნების მოქნილი სისტემა


მიშელ უელბეკის რომანი „მორჩილება“, რომელიც პარიზში მოდელირებულ „არაბულ გაზაფხულს“ ასახავს,  მაღაზიების თაროებზე  2015 წლის 7 იანვარს  გამოჩნდა.  იმავე დილით სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ ნომერში რამდენიმე სტრიქონი უელბეკს მიეძღვნა და მისი კარიკატურაც დაიბეჭდა. თუმცა, ეს ყველაფერი „შარლი ებდოზე“ მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ გადაფარა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა. რომანმა-ანტიუტოპიამ ცხარე კამათი და აზრთა სხვადასხვაობა მოგვიანებით მაინც გამოიწვია:
„ჯერ კიდევ „ელემენტარული ნაწილაკების“ პერსონაჟმა დასვა შეკითხვა: „რამდენ ხანს იარსებებს დასავლური საზოგადოება რელიგიის გარეშე?“ ვეღარ იარსებებს, ასეთია უელბეკის  პასუხი 2015 წელს. დასავლეთევროპელმა ადამიანმა, რომელიც რამდენიმე ათწლეული ღმერთისა და მბრძანებლის გარეშე ცხოვრობდა, თავისუფლება ვერ მოიპოვა. ამის სანაცვლოდ უფლება აქვს, მიიღოს მორჩილება უკიდურესი ფორმით – როგორც განკურნების საშუალება და ასევე, როგორც სასჯელი.
გაუმართლებელია უელბეკის ლანძღვა იმ პრინციპების ღალატისთვის, რომლებსაც არასაკმარისად იცავდნენ თავად მემარცხენეები. მისთვის პასუხის გაცემა მხოლოდ მოჩვენებით ჰუმანისტობაზე უარის თქმით შეიძლება. მანამდე კი, უელბეკის დროა“.

ISBN:
9789941233838
გვერდების რაოდენობა:
312
ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
ასევე დაგაინტერესებთ
სწრაფი და მაღალი ხარისხის მიწოდების სერვისი

მიწოდება მთელი ქვეყნის მაშტაბით

ხარისხისა და სერვისის გარანტია

გთავაზობთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს

უკან დაბრუნება 30 დღის განმავლობაში

თქვენ გაქვთ 30 დღე პროდუქტის დასატესტად